Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ექიმები მედიკამენტების დეფიციტზე ალაპარაკდნენ


რუსეთში ექიმები საუბრობენ 80-მდე დასახელების მედიკამენტის დეფიციტზე. მათ შორს ინსულინსა და საბავშვო ნუროფენზე. ინფორმაციას პროფესიული საზოგადოება „Врачи.рф“ ავრცელებს, 14-დან 21 მარტის პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, რომელშიც 3 ათასზე მეტი ექიმი მონაწილეობდა.

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ სანქციების მიუხედავად, ქვეყანაში უცხოური მედიკამენტების მიწოდების პრობლემა არ შეიქმნება.

გამოკითხვის თანახმად, ექიმები ამბობენ, რომ პაციენტები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან ინსულინისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შეძენისას, ასევე პრობლემაა ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ყიდვა, ანტიდეპრესანტების, ჰორმონალური თერაპიის, ანტიეპილეფტიკური პრეპარატების შეძენა.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს, რუსეთის ბაზარი დატოვა გერმანულმა წამლის მწარმოებელმა კომპანია Bayer-მა და ამერიკულმა Pfizer-მა, ამერიკულმა მწარმოებელმა Eli Lilly-მ რუსეთში წამლის მიწოდება შეზღუდა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უცხოური წარმოების მედიკამენტების მიწოდების პრობლემა არ შეიქმნება და ფარმაცევტული კომპანიები ქვეყანაში მედიკამენტების მიწოდებას განაგრძობენ. უწყების ცნობით, წამლებზე დეფიციტი „აჟიოტაჟურმა მოთხოვნილებამ“ განაპირობა, რასაც ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს უკავშირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG