Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი გაინაღდა მარტის ბაშოზე


ლევან გორგაძე
ლევან გორგაძე

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ მარტის ბაშოზე, ვადაზე ადრე გაინაღდა დადებითი ბალანსი - კაჩი-კოში. ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილი სეკიტორის ანგარიშზე რვა მოგება და სამი წაგებაა. ახლა მისი მიზანია, დადებითი ბალანსი მაქსიმალურად გაზარდოს და სარეიტინგო ცხრილში უფრო მეტად დაწინაურება გაინაღდოს.

ლევან გორგაძემ 2020 წლის შემდეგ, პირველად შეძლო კაჩი-კოშის დაფიქსირება. მარტის ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში მას მეორე დივიზიონში დაქვეითება ემუქრებოდა.

XS
SM
MD
LG