Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა ბერდიანსკში უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატი, ალექსანდრ პონომარიოვი გაიტაცეს


დეპუტატი პონომარიოვი რადიო თავისუფლებას პასუხობს, თუ საიდან აქვს რუსეთის პასპორტი
დეპუტატი პონომარიოვი რადიო თავისუფლებას პასუხობს, თუ საიდან აქვს რუსეთის პასპორტი

უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის საქალაქო საბჭოს ცნობით, სავარაუდოდ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადის წევრი ალექსანდრ პონომიარიოვი,რომელიც ბერდიანსკში იმყოფებოდა და ჩართული იყო ქალაქის ჰუმანიტარული დახმარების შტაბის საქმიანობაში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, დეპუტატ პონომარიოვის საზოგადოებრივ მისაღებში განაცხადეს, რომ მასთან კავშირი გაწყდა 20 მარტს. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სახალხო დეპუტატის გატაცება.

ალესანდრ პონომარიოვი პრორუსულ ძალად ცნობილი „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ ფრაქციის წევრია. იგი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წევრად სამჯერ აირიჩეს ბერდიანსკის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქიდან. გასული წლის დეკემბერში პროექტ „სქემების“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა პანამორიოვს რუსული პასპორტი აღმოუჩინეს. ეს ინფორმაცია „სქემებმა“ მიიღეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი სხვადასხვა წყაროდან, რომელსაც ხელის მიუწვდება „როსპასპორტის“ სისტემასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG