Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან წავიდა


ანატოლი ჩუბაისი

ანატოლი ჩუბაისი გადადგა მდგრადი განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობიდან და ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იუწყება ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ჩინოვნიკი არ ეთანხმება უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

თანამდებობიდან ჩუბაისის წასვლის ფაქტი სააგენტო „რიან ნოვოსტის“ დაუდასტურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მან განაცხადა, რომ ჩუბაისი რუსეთიდან წავიდა თუ არა, ეს მისი პირადი საქმეა. ჩუბაისი რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელმაც თანამდებობა დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჟურნალმა Forbes-მა მოახერხა მასთან დაკავშირება, მაგრამ ის საუბარს წყვეტდა რუსეთის დატოვების შესახებ შეკითხვების შემდეგ. გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, რომ ის 22 მარტს სტამბოლში ნახეს.

66 წლის ჩუბაისი იყო პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ელცინის პრეზიდენტობისას. XX საუკუნის 90-იან წლებში ის იყო ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის ფიგურა და იდეოლოგი რუსეთის საწარმოების პრივატიზაციის პროცესში.

ბორის ელცინის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ იუმაშევი აცხადებს, რომ 1997 წელს ჩუბაისს ეკუთვნოდა ადმინისტრაციაში სამუშაოდ ვლადიმირ პუტინის მოწყობის იდეა, რის შემდეგაც ის სანქტ-პეტერბურგიდან მოსკოვში გადავიდა.

როგორც იუწყებიან, მან იუმაშევთან რეკომენდაცია გაუწია პუტინს როგორც სანდო ადამიანს. ერთი წლის შემდეგ ელცინმა პუტინი ფსბ-ს ხელმძღვანელად დანიშნა, შემდეგ - უშიშრობის საბჭოს მდივნად, მოგვიანებით კი - პრემიერ-მინისტრად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ელცინის გადადგომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG