84 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში, მედლინ ოლბრაიტი. ამის შესახებ 23 მარტს განაცხადა მისმა ოჯახმა. ის კიბოთი იყო ავად.
მედლინ ოლბრაიტი დაბადებული იყო პრაღაში. მისი ოჯახი 1939 წელს გაიქცა ჩეხოსლოვაკიიდან.
ოლბრაიტი პირველი ქალი იყო, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა. 1992 წელს ის ბილ კლინტონის მრჩეველი გახდა, აშშ-ის პრეზიდენტად კლინტონის არჩევის შემდეგ კი ის გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.
ოლბრაიტი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე იყო ბილ კლინტონის პრეზიდენტობის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოლბრაიტი დააჯილდოვა ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი - თავისუფლების მედლით. მისი თქმით, ოლბრაიტის ცხოვრება შთაგონების წყაროა ყველა ამერიკელისთვის.