Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: აშშ-ში სპეციალური ჯგუფი მუშაობს პუტინის შემდგომი მოქმედების სავარაუდო სცენარებზე


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შექმნა სპეციალური საიდუმლო ჯგუფი, რომელიც მუშაობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაძლო, შემდგომი მოქმედებების სცენარებსა და ნატოს საპასუხო ზომებზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს.

გამოცემის წყაროების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც კვირაში სამჯერ იკრიბება, სწავლობს რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობასაც სხვა მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაზე.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე დღეს, 24 მარტს, ბრიუსელში იმსჯელებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები.

XS
SM
MD
LG