Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევაა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22 532 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 599შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3846.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

24 მარტის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2,66​%​;
  • ბოლო 7 დღის - 4,18​%​;
  • ბოლო 14 დღის - 5,73%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 644 711​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 688 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG