Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას შეაჩერებს


ფინეთის სარკინიგზო ფირმა VR Group-ი 28 მარტიდან შეაჩერებს Allegro-ს მატარებლების მიმოსვლას ჰელსინკისა და სანქტ-პეტერბურგს შორის, იტყობინება გამოცემა Helsingin Sanomat-ი.

გამოცემა წერს, რომ ფინეთის ევროპისა და საკუთრების მართვის საქმეთა მინისტრმა, ტიუტი ტიუპურაინენმა, ადრე ამცნო VR Group-ს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების გამო არ არის მიზანშეწონილი მატარებლების მოძრაობა ამ მიმართულებით.

„დღემდე Allegro-ს მატარებლები მოძრაობდნენ ოფიციალური ინსტრუქციის შესაბამისად, რისი მიზანიც ფინელების ფინეთში დაბრუნების უზრუნველყოფა იყო. ამ კვირების განმავლობაში მათ, ვისაც რუსეთის დატოვება სურდა, მოასწრეს ქვეყნის დატოვება“ - განაცხადა VR-Group Ltd-ს სამგზავრო სამსახურების დირექტორმა, ტოპი ვიმოლამ.

მარტის დასაწყისში Allegro-ს მატარებლების მწარმოებელმა ფრანგულმა ფირმამ, Alstom-მა, განაცხადა, რომ წყვეტს რუსეთში ექსპორტს. 22 მარტს Siemens-მა გამოაცხადა, რომ შეწყვიტა რუსეთისთვის ელექტრომატარებლების მიწოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG