ფინეთის რკინიგზის კომპანია VR Transpoint-ი (სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, VR Group-ის შვილობილი კომპანია სატვირთო გადაზიდვებში) 27 მარტიდან აჩერებს რუსეთიდან მატარებლების მიღებას.
„რუსეთის რკინიგზის წინააღმდეგ სანქციების გამო აღმოსავლეთისკენ მოძრაობის გაგრძელება შეუძლებელია. VR Group-ი ვალდებულია, დაიცვას დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები“, - განაცხადა VR Transpoint-ის პრეზიდენტმა მარტი კოსკინენმა.
აზუსტებენ, რომ VR Transpoint-ი უკვე კვირასვე წყვეტს მატარებლების მიღებას რუსეთიდან. ფინეთიდან რუსეთში ვაგონების დაბრუნება ჯერჯერობით გრძელდება, იტყობინება sever.realii.
25 მარტს გავრცელდა ცნობა ფინეთიდან რუსეთში სამგზავრო მატარებლების გაუქმების შესახებ. კომპანია Allegro-ს მატარებლები, რომლებიც აკავშირებდნენ ორ ქვეყანას, 28 მარტიდან შეწყვეტენ ფინეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლას. ფინეთის მინისტრმა ევროპის საკითხებსა და ქონების მართვაში, ტიუტი ტუპურაინენმა, განაცხადა, რომ Allegro-ს მატარებლების შემდგომი ექსპლუატაცია „არ არის მიზანშეწონილი“, ვინაიდან ფინეთის ყველა მოქალაქემ, ვისაც რუსეთის დატოვება სურდა, უკვე მოასწრო ამის გაკეთება.