ლიეტუვაში უახლოესი ორი თვის განმავლობაში ჩავა დაახლოებით 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალდემარას რუპშისის თქმით, ჩადიან არა მუდმივად დასარჩენად, არამედ ერთობლივ წვრთნაში მონაწილეობის მისაღებად.
„აპრილ-მაისში მოკავშირეების დამატებითი რაოდენობა გვეყოლება, დაახლოებით 5 ათასი ადამიანი“, - განაცხადა ლიეტუველმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ორშაბათს პაბრადეს სამხედრო პოლიგონზე და დასძინა, რომ ლიეტუვა ესწრაფვის, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად იყოს დისლოცირებული ნატოს არანაკლებ ერთი ბრიგადა მაინც.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საშუალებების გაშლისა და აქტუალიზების, ასევე მართვისა და კონტროლის სისტემის უზრუნველსაყოფად, ჩვენ გვსურს მივაღწიოთ ბრიგადის ზომის ქვედანაყოფის მუდმივ დისლოკაციას ლიეტუვაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ დროული გადაწყვეტილება არა მხოლოდ შეკავების, არამედ ასევე თავდაცვის უზრუნველსაყოფად“, - მოჰყავს სააგენტო „ინტერფაქსს" ლიეტუველი სარდლის სიტყვები.
დღესდღეობით ლიეტუვაში ნატოს 3,500 ჯარისკაცია დისლოცირებული.
დაწერეთ კომენტარი