Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვზე მორიგი თავდასხმისას დაზიანდა მე-19 საუკუნის არქიტექტურული ძეგლიც


უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული სამხედრო ძალების შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა არქიტექტურული ძეგლი, ყოფილი სახანძრო ნაწილის შენობა, რომელიც 1887 წელსაა აშენებული.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველები შენობის კონსტრუქციის შემდგომი ჩამოშლის აღკვეთას ცდილობენ.

რუსული არმია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს ინტენსიურად უტევს უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღიდან, 24 თებერვლიდან. ხარკოვში დაიბომბა საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. რუსეთის არმიამ ხარკოვში ე.წ. კასეტური ბომბიც გამოიყენა. ომის დაწყებიდან დაღუპულია ასეულობით მშვიდობიანი ხარკოველი.

რუსეთი დღემდე აცხადებს, რომ უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს.

XS
SM
MD
LG