საქართველოში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 22 903 ტესტი გაკეთდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 3.05%. 14 დღის განმავლობაში - 3.92% , ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.12%.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 10 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 055-ია. მათგან 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დაწერეთ კომენტარი