თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ბარათების მიბმა საბანკო ბარათზე მაისიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი სიტყვებით, სერვისის ამოქმედების შედეგად, მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს.
„დღეის მდგომარეობით, 55 000-მდე სხვადასხვა კატეგორიის აბონემენტია გაყიდული და ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელი. რაც შეეხება თვითონ აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე, მაისისთვის უკვე შესაძლებელი იქნება, ეს აბონემენტები საბანკო ბარათს მიებას და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადის აბონემენტი", - თქვა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებს, ზუსტად როდიდან ამოქმედდება ეს სერვისი.
დაწერეთ კომენტარი