დიდი ბრიტანეთი ხუთშაბათს გამართავს დონორთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც შეეცდება მოახდინოს რაც შეიძლება მეტი საბრძოლო იარაღის მობილიზება უკრაინისთვის. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ იუწყება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სადაც საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ კონფერენციას მინისტრი, ბენ უოლესი უხელმძღვანელებს.
სამშაბათს ნორვეგიაში მყოფმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კონფერენციაზე დავინახავთ, თუ „რის შეგროვებას შევძლებთ მთელ მსოფლიოში იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს წარმატების მიღწევა უკანონო ოკუპაციისა და სუვერენული ქვეყნის ინტერვენციის პროცესში“.
დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებს საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდშია, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზად არის დამატებით 6000 ანტისარაკეტო სისტემა გაგზავნოს უკრაინაში, სადაც ამ კლასის ბრიტანული შეიარაღების რაოდენობა ჯამში 10 000-ს მიაღწევს.
უშუალოდ რუსეთის ოკუპაციის დაწყების წინ, 24 თებერვლამდე, ბრიტანეთმა უკრაინაში გაგზავნა ინსტრუქტორები, რათა მათ უკრაინელი სამხედროებისათვის ანტისატანკო რაკეტების სწორი გამოყენება ესწავლებინათ.
უკრაინის სამომავლო შეიარაღებისთვის დიდი ბრიტანეთი დონორების კონფერენციას მოიწვევს

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი