პოლიციამ ზუგდიდში ორი მამაკაცი დააკავა, რომლებსაც ხელყუმბარა ჰქონდათ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ისინი დაპირისპირებული იყვნენ კონკრეტულ ჯგუფთან და ხელყუმბარაც, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით სჭირდებოდათ.
2 პირის დაკავებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით. მუხლი ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.
დაწერეთ კომენტარი