Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ რუსთავსა და ბათუმში არჩევნებია - ვინ არიან კანდიდატები


ხვალ, 2 აპრილს, რუსთავისა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. არჩევნები ტარდება ბათუმშიც. ამ შემთხვევაში ასარჩევია საკრებულოს ერთი დეპუტატი.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავი-გარდაბნის ოლქში - 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ 14 საარჩევნო უბანში - არჩევნები ტარდება გონიოში, კვარიათში, ადლიასა და ახალსოფელში. ბათუმში ბიულეტენზე ორი კანდიდატი იქნება მათე ფუტკარაძე #5 - "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე #41 - "ქართული ოცნება.

რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად არჩევნები ტარდება რუსთავის 88-ვე საარჩევნო უბანზე და გარდაბნის 33 უბანზე. გარდაბნის რაიონში არჩევნები ტარდება შემდეგ სოფლებში: ახალი სამგორი, ახალი სოფელი, საცხენისი, მუხროვანი, გამარჯვება, ზემო თელეთი, ქვემო თელეთი, კრწანისი, ნაგები, ლემშვენიერა, მზიანეთი, მარტყოფი, სააკაძე, ვაზიანი, ნორიო, ქვიშიანი, სართიჭალა, მუღანლო, მუღანლო და კუმისი.

რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: მამუკა ტუსკაძე #34 - "სოციალური სამართლიანობისათვის"; ირაკლი შატაკიშვილი #41 - "ქართული ოცნება" და კამალ მურადხანოვი #59 "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია". ამ არჩევნებში კენჭს აღარ იყრის "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე - მან უკრაინაში რუსეთის მხირდან დაწყებული საომარი მოქმედების გამო გადაწყვეტილება შეცვალა და არჩევნებისთვის საჭირო თანხის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმართვა არჩია.

პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა. ამ არჩევნების შემდეგ, ყველა მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კაცი იქნება.

ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება. ფუტკარაძე არჩევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. "ნაციონალურ მოძრაობაში" თანაგუნდელის გარდაცვალებას ზეწოლას უკავშირებენ. ამ პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე დააყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG