რუსეთი არმიამ ოკუპირებული ყირიმიდან პარასკევ საღამოს სამი რაკეტა დაუშინა ოდესის რაიონის დასახლებულ პუნქტს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეგრამის არხით გაავრცელა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ.
„სულ ახლახან მოწინააღმდეგემ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით“ ყირიმიდან სამი რაკეტით განახორციელა იერიში ოდესის ოლქში მდებარე დასახლებულ პუნქტზე. არიან დაზარალებულები. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. გპირდებით, რომ ისინი ინანებენ თითოეული რაკეტის სროლას და ჩვენი მიწის თითოეულ დაბომბვას“, - დაწერა მარჩენკომ.
დაბომბვის სხვა დეტალები უცნობია.
წინა დღით ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა, ტელეგრამა დაწერა, რომ არ არის გამორიცხული ოდესის, ოდესის ოლქისა და სხვა რეგიონების დაბომბვა რუსული ჯარების მიერ „კალიბრის“ რაკეტებით. მისივე ინფორმაციით, სამხედრო გემმა „ადმირალმა მაკაროვმა“ ოკუპირებულ სევასტოპოლში შეავსო თავისი საბრძოლო მარაგი შესაბამისი რაკეტებით და მზად არის ბრძოლისთვის.
დაწერეთ კომენტარი