Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული უკრაინელი ფოტოჟურნალისტი, ლევინი კიევთან იპოვეს მოკლული


მაქს ლევინის მიერ გადაღებული ფოტო: რუსეთის არმიის განადგურებული სამხედრო ტექნიკა ბოროდიავკასთან, კიევის ოლქი. 3 მარტი, 2022 წელი

უკრაინელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი, მაქს ლევინი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იყო დაკარგული, კიევის მახლობლად იპოვეს მკვდარი, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ანდრიი ერმაკმა 2 აპრილს.

„ის დაიკარგა კონფლიქტის არეალში 13 მარტს, კიევის რეგიონში. მისი გვამი იპოვეს სოფელ გუტა მეჟიგირსკის მახლობლად“, გაავრცელა ცნობა ერმაკმა.

ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ადასტურებს Twitter-ით, რომ ლევინი ხუთი სხვა ჟურნალისტის მსგავსად მოკლეს უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ. „ჟურნალისტების სამიზნეში ამოღება ომის დანაშაულია“, აცხადებს პარიზში დაფუძნებული ორგანიზაცია და დასძენს, რომ ლევინი იყო „შეუიარაღებელი და ეცვა პრესის ჟილეტი“. პროკურატურის თანახმად, წინასწარი დასკვნით, ლევინს „ორი ტყვია ესროლა მსუბუქი იარაღიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ“.

ლევინი 40 წლისა იყო, მას დარჩა ოთხი შვილი, მუშაობდა უკრაინისა და საერთაშორისო მედიისთვის: LB.UA-სთვის, Reuters-ისთვის, ასევე BBC-სა და Associated Press-ისთვის. მის მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდნენ The Wall Street Journal-ი, The Moscow Time-ი, Vatican news-ი და რადიო თავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG