Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი  განიხილავს უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას


რომის პაპი მალტაში
რომის პაპი მალტაში

რომის პაპმა, ფრანცისკემ 2 აპრილს თქვა, რომ ის განიხილავს უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობას

მალტაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე, ჟურნალისტმა, რომელიც მასთან ერთად მგზავრობდა, ჰკითხა ფრანცისკეს, განიხილავდა თუ არა ის მიპატიჟებას უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩასვლის შესახებ.

"დიახ, ეს საკითხი განიხილება", უპასუხა 85 წლის პაპმა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პაპი ომით განადგურებულ ქვეყანაში მიიწვია.
პაპი ფრანცისკე უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ ამ "უაზრო ხოცვა-ჟლეტას", რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, გამართლება არ აქვს.

მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, რუსეთის და უკრაინის მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ მათ ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანიათ.

XS
SM
MD
LG