კახეთში დააკავეს კაცი, რომელიც გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, მეუღლეს აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.
გამოძიების ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, ემუქრებოდა და თვითმკვლელობამდეც მიიყვანა.
პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა.
დაკავებულს 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაწერეთ კომენტარი