Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა კიდევ ერთხელ შეეცდება მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციას


3 აპრილს უკრაინა კიდევ ერთხელ ცდილობს, წითელ ჯართან ერთად ხალხი გაიყვანოს ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან.

Telegram-ის საშუალებით უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა, გაავრცელა ცნობა, რომ შვიდი ავტობუსი შეეცადა მარიუპოლს მიახლოებოდა. ამ ავტობუსს თანხლებას უწევენ წითელი ჯვრის წარმომადგენლები.

შეფასებებით, ალყაშემორტყმულ და ძლიერ დაზიანებულ ქალაქში იმყოფება ასი ათასი ადამიანი. ბოლო დღეებში რამდენჯერმე იყო მცდელობა ალყაშემორტყმულ მარიუპოლამდე მიღწევისა.

რუსეთი წითელ ჯარს ადანაშაულებს ევაკუაციის ცუდად მომზადებაში. მოსკოვის ინფორმაციით, 2 აპრილს კოლონამ, დაუდგენელი მიზეზებით და დიდი დაგვიანებით, ვერც კი მიაღწია ბერდიანსკამდე, სადაც მათი გაჩერება იყო დაგეგმილი. ვერეშჩუკის სიტყვებით, 3 აპრილს ბერდიანსკთან მზად იყო 17 ავტობუსი. ათი მათგანი მარიუპოლიდან მოსახლეობის გასაყვანად იყო გამოყოფილი. თუ ავტობუსები ქალაქამდე ვერ მივიდოდნენ, მათ ბერდიანსკში უნდა დაეცადათ.

ამას გარდა, მარიუპოლიდან კერძო ავტომობილებით შესაძლებელი იყო ზაპოროჟიემდე ჩასვლა ევაკუაციის სხვა, ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტით.

XS
SM
MD
LG