Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: თუ ფინეთი მოინდომებს, მას სწრაფად მივიღებთ ნატოში


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ფინეთი გამოთქვამს სურვილს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი, ნატო სიამოვნებით მიიღებდა ახალ წევრს.

„გადაწყვეტილება ფინეთის მისაღებია“, - თქვა მან და დაამატა, რომ ფინელებს „უფლება აქვთ გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი“.

„ეს არის ის, რასაც რუსეთი არ ელის, რადგან ისინი უკვე ცდილობდნენ ფინეთის დაშინებას და ამბობენ, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, იქნება შედეგები“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

თუმცა, თუ ფინეთი და შვედეთი მზად არიან შეუერთდნენ ალიანსს, ნატო „იპოვის გზას ამის შედარებით სწრაფად გასაკეთებლად“, - თქვა სტოლტენბერგმა.

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ გასულ კვირას განაცხადა, რომ მან სტოლტენბერგთან დეტალურად განიხილა ნატოში ახალი სახელმწიფოების მიღების პროცესი.

„უცილებელია ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერება“, - დაწერა მაშინ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG