Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს, ბუჩის სისასტიკემ მსოფლიო შეძრა 


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ქუჩებში, 1 აპრილი, 2022 წელი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ქუჩებში, 1 აპრილი, 2022 წელი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა, მათ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გამო უკრაინის ქალაქ ბუჩაში.

"ეს ნამდვილად გენოციდია", უთხრა ზელენსკიმ ამერიკულ მაუწყებელს, CBS-ს, კვირას, 3 აპრილს. "ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ და არ გვსურს ვექვემდებარებოდეთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას. და ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც გვანადგურებენ და მუსრს გვავლებენ და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში."

ზელენსკიმ განაცხადა, რომ არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, არამედ რუსმა სამხედროებმაც უნდა აგონ პასუხი მათი სისასტიკის გამო. ის გაოგნებული იყო ძალადობის მასშტაბებით. "როცა ვნახეთ ხალხი ზურგს უკან ხელებშეკრული და თავმოკვეთილი, მე არ მესმის", - თქვა მან.

ბავშვების ხოცვით არ დაკმაყოფილდნენ, თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, "ბოროტმოქმედები" მათ აწამებდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებით სავსე ქუჩების კადრებმა ბუჩაში თავზარი დასცა საერთაშორისო საზოგადოებას, რუსული ჯარების გამოყვანის შემდეგ უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონიდან.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, მისი, როგორც პრეზიდენტის, ვალია, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან. "დიალოგის გარდა, სხვა არანაირი გზა არ არსებობს, თუ არ გვინდა ასობით ათასი, მილიონობით ადამიანის სიკვდილი", - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG