Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 4 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 24 153 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 376 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 234.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

6 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური -1.56​%​;
  • ბოლო 7 დღის - 1.98%​;
  • ბოლო 14 დღის - 2.43%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 650 384 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 765 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG