საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა. 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22 625 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 324 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 721.
ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.
7 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 1.43%;
- ბოლო 7 დღის - 1.9%;
- ბოლო 14 დღის - 2.32%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 650 708 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 765 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი