Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. 76 საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ამ პოსტს 2017 წლის აპრილიდან იკავებს. მის მთავარ კონკურენტად პარტია „ნიხასის" წევრს ალან გაგლოევს განიხილავენ.

დე ფაქტო ცესკომ არჩევნებისთვის 30 ათასი ბიულეტენი დაბეჭდა. შედარებისთვის, მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში 110 ათასი ამომრჩეველია.

საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას დაიცავს ე.წ. შინაგან საქმეთა ორგანოების 600-ზე მეტი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG