Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვევა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია


10-14 აპრილს საქართველოს ეწვევა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია.

ევროპარლამენტარები შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას საქართველოში და ასევე რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შესაძლო შედეგებს საქართველოზე. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტარებსა და თავდაცვის მინისტრს.

დელეგაციის წევრები ასევე გეგმავენ ჩასვლას დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG