Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Hromadske: ბორის ჯონსონი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა


ვოლოდიმირ ზელენსკი და ბორის ჯონსონი კიევის ქუჩებში.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ბორის ჯონსონი კიევის ქუჩებში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში პოლონეთიდან მატარებლით, „უკრზალიზნიცით“, (უკრაინის რკინიგზა) ჩავიდა.

ინფორმაციას და ფოტოს უკრაინული გამოცემა Hromadske "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

9 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიზიტის ფარგლებში, რომლის თაობაზეც წინასწარ გამოცხადებული არ იყო.

მოლაპარაკების შემდეგ ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას თავდაცვის მიზნით მიაწვდის 120 დაჯავშნილ მანქანას და ახალ ანტი-სახომალდო სარაკეტო სისტემებს.

ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ცენტრშიც გავიდნენ და ქუჩები დაათვალიერეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG