10 აპრილს იტალიაში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 53 253 შემთხვევა, რაც ნაკლებია წინა დღით აღრიცხულ მონაცემზე - 63,992 შემთხვევაზე. 112-დან 90 ადამიანამდე შემცირდა სიკვდილიანობის მონაცემიც.
2020 წლის თებერვალში პანდემიის დაწყების შემდეგ იტალიაში სულ აღირიცხა COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის 160,748 შემთხვევა, რაც, ბრიტანეთის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მაღალ მონაცემს წარმოადგენს.