Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბლი მკვეთრად დაეცა ცენტრალური ბანკის მიერ დამხმარე ზომების შესუსტების შემდეგ


რუსული რუბლი მკვეთრად დასუსტდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, შეესუსტებინა კაპიტალის კონტროლის ზოგიერთი დროებითი ზომა. ეს ზომები გამიზნული იყო რუსული ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა უკრაინაში შეჭრის გამო.

ცენტრალურმა ბანკმა 8 აპრილს საღამოს გამოაცხადა, რომ 11 აპრილიდან გააუქმებს 12%-იან საკომისიო გადასახადს უცხოური ვალუტის ყიდვაზე ბროკერული კანტორების მეშვეობით.

ბანკმა ასევე განაცხადა, რომ 18 აპრილიდან გააუქმებს დროებით აკრძალვას ფიზიკური პირებისთვის უცხოური ვალუტის ნაღდ ფულად მიყიდვაზე.

11 აპრილს, მოსკოვის სავალუტო ბირჟის გახსნისას რუბლი აშშ-ის დოლართან მიმართებით 82,09-მდე დავარდა. 8 აპრილს აშშ დოლარი 71 რუბლი ღირდა, რაც მისი ყველაზე მყარი დონე იყო 11 ნოემბრის შემდეგ.

მოსკოვის დროით დილის 10:30 საათისთვის რუბლი დოლართან მიმართებით 5%-ით დაეცა და 80 რუბლს მიაღწია, ევროსთან მიმართებით კი 4,4 %-ით დაეცა 86,4-მდე.

XS
SM
MD
LG