Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან მიმართებით ინდოეთის პოზიციით იმედგაცრუების ფონზე, ბაიდენი მოდისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 აპრილს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ინდოეთის პოზიციით უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან მიმართებით.

ბაიდენი ცდილობს, გააფართოოს იმ ქვეყნების კოალიცია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის მხრიდან უკრაინაზე არაპროვოცირებულ თავდასხმას, რასაც მოჰყვა ათასობით მოქალაქის სიკვდილი და ცნობები ომის დანაშაულების შესახებ. თუმცა ინდოეთი თავს იკავებს ხმის მიცემისგან გაეროს რეზოლუციებისთვის, რომლებითაც გმობენ რუსეთის შეჭრას.

ინდოეთს ათწლეულების განმავლობაში კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ის რუსეთის წარმოების იარაღის ერთ-ერთი მსხვილი მყიდველია. უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან მიმართებით ინდოეთის პოზიციას ბაიდენი "გარკვეულად არამყარს" უწოდებს.

ბაიდენის მოდისთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსა და მათ ინდოელ კოლეგებს, საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკარსა და თავდაცვის მინისტრ რაჯნატჰ სინგჰს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG