Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრობა გაძვირდა


თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობა გაძვირდა. გაძვირებული საფასურის გადახდა მგზავრებს დღეს დილიდან უწევთ.

თუკი აქამდე თბილისიდან რუსთავამდე გადაადგილება 1,8 ლარად შეიძლებოდა, ახლა ფასი სხვადასხვა მარშრუტზე 2,5 ლარი ან 2,8 ლარია.

რუსთავიდან თბილისში "მაღლივი კორპუსის" ან გლდანის მიმართულებით მგზავრობა 1 ლარით გაძვირდა, დანარჩენ მარშრუტებზე კი - 70 თეთრით.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი კომპანია "ინტერ ტრანსი" მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძესაც. მან თქვა, რომ შეხვედრაზე იყო და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდა.

რუსთავში მგზავრობა მარტში გაძვირდა შიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მგზავრობისთვის მგზავრებს 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ.

ერთჯერადი მგზავრობის საფასური თბილისში 1 თებერვლიდან გაიზარდა. თუკი მანამდე მგზავრი 90 წუთის განმავლობაში ავტობუსითა და მეტროთი გადასაადგილებლად 50 თეთრს იხდიდა, ამ სისტემაში მიკროავტობუსების ჩართვის შემდეგ, ფასი გაორმაგდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG