Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის აგრესიას 20 ჟურნალისტი ემსხვერპლა - უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი


AP-ის ფოტოგრაფი მიუთითებს კვამზე, რომელიც ამოდის დაბომბილი სამშობიაროდან, მარიუპოლი. 9 მარტი, 2022 წელი
AP-ის ფოტოგრაფი მიუთითებს კვამზე, რომელიც ამოდის დაბომბილი სამშობიაროდან, მარიუპოლი. 9 მარტი, 2022 წელი

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მედიის 20 წარმომადგენლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ადასტურებს. ორგანიზაცია დაღუპულთა გვარებსაც აქვეყნებს. სიაში, უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც არიან.

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის თანახმად, ვერ უკავშირდებიან კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს და არ ფლობენ ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, რომელიც 23 მარტისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს, უკრაინაში7 ჟურნალისტია დაღუპული.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის, მისი სიტყვებით კი, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ აქვს გამოცხადებული და ის, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მათ შორის, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 13 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან, დაღუპულია 191 ბავშვი და დაჭრილია -349-ზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი - 113 ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG