უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა, განაცხადა, რომ რუსეთთან 14 აპრილისთვის სხვადასხვა ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით ცხრა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული.
ამ ქალაქებს შორს არის ალყაშემორტყმული მარიუპოლი. 14 აპრილისთვის ხალხის გაყვანა დაგეგმილია ასევე ბერდიანსკიდან, ტოკმაკასა და ენერგოდარიდან, ასევე ლუგანსკის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე სხვა ქალაქებიდან და ეს მოხერხდება, თუ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს ამ არეალებში, დასძინა ვერეშჩუკმა Telegram-ის არხით გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინა ამტკიცებს, რომ მარიუპოლში ათეულ ათასობით ადამიანი დაიღუპა და რუსეთს ბრალად სდებს, რომ აჩერებს კოლონებს, რომლებიც კვირების განმავლობაში ალყაში მოქცეულ ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ცდილობენ. უკრაინის ხელისუფლებამ მოუწოდა ხალხს ქვეყნის აღმოსავლეთში, დატოვონ საცხოვრებელი ქალაქები რუსეთის არმიის მოსალოდნელი გაძლიერებული იერიშის წინ.
24 თებერვალს რუსეთის არმიის მიერ დაწყებული ომის შედეგად უკრაინის 44 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი, ბევრი ქალაქი განადგურდა, ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
დაწერეთ კომენტარი