ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა გერმანულენოვან სააგენტოებს განუცხადა, რომ მცირე სარკმელი რუსეთსა და უკრაინას შორს მოლაპარაკებისთვის კვლავ არსებობს.
DPA-სა და APA-სთან საუბარში მან თქვა, რომ „ორივე სამხედრო განსჯის მდგომარეობაშია და ორივემ იცის, რომ ომი რაღაც მომენტში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ.
თუმცა კანცლერმა შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ბრძოლები გამძაფრდება დონბასის რეგიონში: "ორივე მხარე ემზადება ძალიან მძაფრი და ადამიანური თვალსაზრისით, გამანადგურებელი ომისთვის“.
9 აპრილს ნეჰამერი კიევში იყო და შეხვდა ზელენსკის, შემდეგ კი მოსკოვს სტუმრობდა, სადაც პუტინთან ჰქონდა მძაფრი საუბარი. ის იყო ევროკავშირის ქვეყნების მეთაურთა შორის პირველი, ვინც პუტინს ელაპარაკა ომის დაწყების შემდეგ.
ორივე ვიზიტი მიმართული იყო მოლაპარაკებებისკენ, რომლებიც იმართება რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ მოლაპარაკებების მიუხედავად, არ ხერხდება დონბასში ბრძოლის თავიდან აცილება. თუმცა ავსტრიის კანცლერი მაინც ფიქრობს, რომ ომის დასრულებისთვის მოლაპარაკების ყველა კარი ჯერ არ არის დახურული.