Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი დასავლეთის ლიდერებს პუტინის წინააღმდეგ „საინფორმაციო ფრონტის“ გახსნისკენ მოუწოდებს


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ სასჯელს ვლადიმირის ოლქში მდებარე კოლონიაში იხდის, აშშ-ის პრეზიდენტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ევროპელ პოლიტიკოსებს და გიგანტურ IT-ი კომპანიების ლიდერებს მოუწოდებს, რომ „სოციალური ქსელების შესაძლებლობების გამოყენებით გაანადგურონ პუტინის პროპაგანდა“.

პოლიტიკოსმა აღნიშნული განცხადება გაავრცელა ტვიტერით. განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურმა სერვისებმა რუსეთის მოქალაქეებს ყოველდღე უნდა აჩვენონ 200 მილიონი სარეკლამო შეტყობინება, რათა ამგვარად "საინფორმაციო ფრონტი" გაიხსნას პუტინის წინააღმდეგ.

"სიმართლე და თავისუფალი ინფორმაცია ჯაველინებზე არანაკლებ ურტყამს პუტინის რეჟიმს", - აცხადებს ნავალნი, რომელიც აღნიშნავს, რომ ინტერნეტში რეკლამის ფასი სამხედრო დანახარჯებზე შეუდარებლად მცირეა.

ეს თანხა, ნავალნის აზრით, შეიძლებოდა დახარჯულიყო, მაგალითად, რუსეთში ბლოკირებული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების რეკლამაზე. "ფაქტი ისაა, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას სრულიად დამახინჯებული წარმოდგენა აქვს იმაზე, რაც უკრაინაში ხდება", - აღნიშნავს ნავალნი.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაყაჩაღებული ომის შემდეგ რუსეთში დაიბლოკა ათობით დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება, მათ შორის რადიო თავისუფლება, ასევე სოციალური ქსელები - ფეისბუკი, ინსტაგრამი და ტვიტერი. ხოლო იუტუბის, ინსტაგრამსა და ფეისბუკს აეკრძალათ ფასიანი კონტენტის განვითარება რუსეთის ბაზარზე. ამ ფონზე აღინიშნება VPN-სერვისების პოპულარობის მკვეთრი ზრდა. მხოლოდ მობილურ ოპერატორ Yota-ს, კომპანიის ანგარიშით, 2022 წლის დასაწყისიდან 53,5 ჯერ გაეზარდა VPN-სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG