“ქართველ პარტიზანებს და ჩვენს საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია, რუბეჟნოიში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ…..დიდება გმირებს”, – წერს სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომში მყოფი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე.
24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიან ომში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
15 აპრილს გამთენიისას, ვარშავიდან თბილისში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, 21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი. ისინი ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და ხარკოვის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.
ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს. მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან მისი ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება.