Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი ჯავშანტექნიკის გადაცემას ზელენსკის "უახლოეს დღეებში" დაჰპირდა


ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ქუჩაზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში ჯავშანმანქანებს "მიაწვდის" - იუწყება ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური.

სატელეფონო საუბარში ჯონსონმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ დიდი ბრიტანეთი "გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას."

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დაარწმუნა უკრაინის პრეზიდენტი, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა "უზრუნველყოს უკრაინის უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი მომავალ კვირებსა და თვეებში."

დიდი ბრიტანეთი დასავლეთის სახელმწიფოთაგან უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია რუსული აგრესიის ფონზე. გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ოფისმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.

"სხვა ქვეყნებმა დიდი ბრიტანეთის მაგალითს უნდა მიბაძონ", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ დროა "რუსეთის ენერგოსექტორზე სრული ემბარგო დაწესდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს უკრაინისთვის იარაღით მომარაგება".

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 9 აპრილს ჩავიდა უკრაინაში და კიევში ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG