რუსთავის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეები უფლებამოსილების შესასრულებლად იმაზე 70-77 მანქანით მეტს იყენებდნენ, ვიდრე ეს მთავრობის რეკომენდაციით განსაზღვრული ზედა ზღვრული რაოდენობაა. ამის შესახებ წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელშიც ასახულია მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების შემოწმების შედეგები.
მუნიციპალიტეტის ფინანსების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა:
- მუნიციპალიტეტს ემსახურებოდა 14 მანქანა, თუმცა დამატებით მუნიციპალიტეტი საწვავს გასცემდა თანამშრომლების საკუთრებაში არსებულ 70-77 ავტომანქანაზე;
- ორ წელში მუნიციპალიტეტმა დახარჯა 516 ათასი ლარის ღირებულების 264 ათასი ლიტრი საწვავი;
- დასაქმებულების პირადი მანქანებით გახარჯულია 186 ათასი ლიტრი საწვავი.
საწვავის გახარჯვისა და მანქანების გამოყენების პრაქტიკის შესწავლის შემდეგ, აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტს არ აქვს რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით.
დაწერეთ კომენტარი