Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქზე რუსეთის განმეორებითი შტურმისთვის ემზადებიან


კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ემზადება რუსების ყველა შესაძლო სცენარისთვის, მათ შორის კიევის ხელში ჩაგდების მეორე მცდელობისთვის.
ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ჟირნოვმა განაცხადა საინტერნეტო გამოცემა "ვეჩერნი კიევთან" ინტერვიუში.

"მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ზარალი განიცადა, რუსეთის ფედერაციას აქვს დიდი რესურსი - როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური. ჩვენ გვესმის, რომ მტერს დრო სჭირდება მოსამზადებლად. მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის, რომ მან არ დათმო თავისი მიზანი, რაც როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებაში მდგომარეობს. ამჟამად, მტერი ავსებს თავის დანაკარგებს, აგროვებს რესურსებს, არემონტებს აღჭურვილობას და ამზადებს მას გამოსაყენებლად. ვაცნობიერებთ რა ამ ყველაფერს, ჩვენ ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარის და კიდევ უარესისთვის, რასაც კიევის ხელში ჩაგდების განმეორებითი მცდელობა წარმოადგენს", - აღნიშნა ჟირნოვმა და დასძინა, რომ ამ საფრთხიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ მიაჩნია მიზანშეწონილად კიევიდან გასული მოსახლეობის უკან დაბრუნება.

მანამდე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთის ჯარი კვლავ შეეცადოს დედაქალაქის აღებას.

აპრილის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა მთლიანად დატოვეს უკრაინის ჩრდილოეთით სამი რეგიონი-კიევი, ჩერნიგოვი და სუმი.

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთს არ შეუცვლია საბოლოო მიზანი უკრაინასთან მიმართებაში და საკუთარი რეგიონული უპირატესობის მიღწევით ცდილობს აიძულოს კიევი, უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ოპერატიული ყურადღება უკრაინის აღმოსავლეთით აქვს გადატანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG