Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკის ოლქის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდეს


მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია. ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. 2022 წლის 3 აპრილი.
მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია. ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. 2022 წლის 3 აპრილი.

უკრაინის ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ ოლქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ჰაიდაი ფეისბუკზე წერს, რომ ეს კვირა შესაძლოა, მძიმე იყოს.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მშვიდობიან მოქალაქეებს მიმართავს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას მათი გადარჩენის ბოლო შანსი აქვს, ამიტომ სთხოვს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პოლიციელებს, მაშველებსა და მოხალისეებსაც და დატოვონ ტერიტორიები, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც ჰაიდაი წერს, ადგილობრივ მცხოვრებთა ევაკუაციაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაუმკლავდებიან უკრაინის დამცველები რუსეთის თავდასხმას. ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიუპოლის ტრაგედიას შეახსენებს ოლქის იმ მცხოვრებთ, რომლებიც ევაკუაციაზე დღემდე უარს ამბობენ.

უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ კიევიდან უკან დაიხია, დიდი და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში და დონბასის მთლიანად დაკავებას შეეცდება. რუსეთი აპირებს შექმნას სახმელეთო დერეფანი ლუგანსკს, დონეცკსა და ანექსირებულ ყირიმს შორის.

XS
SM
MD
LG