Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკვე 205 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა


უკრაინის მხარდამჭერი აქცია რომში. 2022 წლის 27 მარტი.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 205 ბავშვი. დაჭრილია 362-ზე მეტი.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ოფისის ცნობითვე, უკრაინის ქალაქების და სოფლების დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 920-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და მთლიანად დანგრეულია - 95.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG