წინასწარი ინფორმაციით, 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ ტელეგრამ-არხით იუწყება ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი.
მისი ინფორმაციით, დღეს, 18 აპრილს დილით, რუსებმა 4 სარაკეტო იერიში მიიტანეს სამხედრო ინფრასტრუქტურის სამ ობიექტსა და ავტომანქანების მომსახურების სადგურზე.
კოზიცკის თანახმად, სარაკეტო დარტყმების შედეგად ხანძრები გაჩნდა, ოთხივე ობიექტი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
დაწერეთ კომენტარი