Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა კრამატორსკზე რუსეთის იერიშის შედეგად


კრამატორსკის ერთ-ერთი ქუჩა.
კრამატორსკის ერთ-ერთი ქუჩა.

რუსეთის ჯარის მხრიდან სამშაბათს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ კრამოტორსკში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამის შესახებ დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა უკრაინული ტელემარათონის ეთერში.

„დღეს სარაკეტო იერიშები განხორციელდა კრამატორსკზე. მიზანში ესროდნენ ინფრასტრუქტურას და გარკვეულ ობიექტებს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ახლა ექიმები ცდილობენ მათი სიცოცხლის გადარჩენას“, - განაცხადა კირილენკომ.

უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთის ძალებმა დაიწყეს "აგრესიული მოქმედება" აღმოსავლეთი უკრაინის თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რასაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უწოდა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონში იმ შეტევის დაწყება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.

უკრაინის მედიამ 19 აპრილს გაავრცელა ცნობები ძლიერ საარტილერიო ცეცხლზე დონეცკის ფრონტის ხაზზე, მარინკის, სლოვიანსკის და კრამატორსკის რეგიონებში.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა დაიწყო "დონბასის ბრძოლა" და "რუსეთის არმიის ძალიან დიდი ნაწილი ახლა ამ შეტევაშია ჩართული". "იმის მიუხედავად, რამდენ რუს სამხედროს გაგზავნიან იქ, ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ თავს დავიცავთ", - განაცხადა ზელენსკიმ 18 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG