20 აპრილს კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, როცა ის რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინააღმდეგ იბრძვის.
„დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, - დაწერა შარლ მიშელმა ტვიტერზე.
მიშელი, რომლის ევროპული საბჭოც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, ევროპის მორიგი ლიდერია, რომელიც უკრაინაში მხარდაჭერის ნიშნად ჩადის. სხვა პოლიტიკოსებს შორის, ასეთი ვიზიტები განახორციელეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.