Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონსონმა პარლამენტს დიდი ბოდიში მოუხადა ლოკდაუნის დროს წვეულებაზე დასწრებისთვის


ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 აპრილს საღამოს თემთა პალატის წინაშე დიდი ბოდიში მოიხადა ლოკდაუნის პერიოდში წვეულებაზე დასწრებისთვის. გასულ კვირაში პრემიერი კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს და ის სამეფოს ისტორიაში გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც კანონის დარღვევაში ამხილეს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

ხუთშაბათს პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება იმის თაობაზე, განიხილოს თუ არა ჯონსონთან დაკავშირებული ვითარება პარლამენტის პრივილეგიათა კომისიამ.

როგორც BBC მიიჩნევს, ჯონსონის წინააღმდეგ გამოძიება არ ჩატარდება. კონსერვატორთა ფრაქციის უმრავლესობა ემხრობა თავის ლიდერს და, სავარაუდოდ, გამოძიებას მხარს არ დაუჭერს. მაგრამ პოლიტიკოსის გადადგომას თავად მისი პარტიის შიგნითაც უჭერენ მხარს.

ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს მრავალი ამომრჩეველიც, როგორც ეს სოციოლოგიური გამოკითხვებიდან ჩანს. აპრილის შუა რიცხვებში ჯონსონის გადადგომას მხარი დაუჭირა ქვეყნის მოსახლეობის 54%-მა, როგორც Ipsos-ის გამოკითხვიდან ჩანს. წინააღმდეგი იყო 27%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG