რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტრადიციულად სააღდგომო ღვთისმსახურებას ერთ-ერთ ტაძარში დაესწრება - ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე მიაწოდა ჟურნალისტებს.
„მოველით, რომ ის აღდგომას ტაძარს ეწვევა, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებს“, - განაცხადა პესკოვმა პუტინის სადღესასწაულო გეგმებზე საუბრისას.
ვლადიმირ პუტინი ფართო საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, უკანასკნელად ის რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გასვენებაში, ასევე 12 აპრილს, კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" სტუმრობისას გამოჩნდა, შიდა კოსმოსური ინდუსტრიის თანამშრომლებთან შეხვედრისას, სადაც ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ლუკაშენკასთან ერთად იმყოფებოდა.
დაწერეთ კომენტარი