გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყება იტყობინება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ ომის დანაშაული იქნა ჩადენილი.
გერმანიის რადიოს, „დოიჩლანდფუნკის“ თანახმად, ბრიუსელიდან იტყობინებიან, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები განურჩევლად უშენდნენ ცეცხლს, ბომბავდნენ დასახლებულ რეგიონებს, რის შედეგადაც იხოცებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაინგრა საავადმყოფოები, სკოლები და სხვა ინფრასტრუქტურა. განურჩეველი თავდასხმების და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის გარდა, განუკითხავად მკვლელობის, ასევე სექსუალური ძალადობის ასეულობით შემთხვევაა აღრიცხული.
ასეთი ქმედებები ომის დანაშაულის თანაბარია, ნათქვამია ცნობაში, რომლის თანახმად, ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინის ძალებიც იყენებდნენ იარაღს განურჩევლად მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაც იყო მოსალოდნელი და ნადგურდებოდა ინფრასტრუქტურა.
დაწერეთ კომენტარი