Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში გარდაიცვალა რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომელი კობა მელიქიშვილი


კობა მელიქიშვილი
კობა მელიქიშვილი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ყოფილი თანამშრომელი კობა მელიქიშვილი - მაუწყებლის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი ჟურნალისტი.

კობა მელიქიშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გამოდიოდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „დიელოში“. 1970-იან წლებში მან საბჭოთა კავშირი დატოვა და მას შემდეგ ემიგრაციაში ცხოვრობდა.

კობა მელიქიშვილმა 1979 წელს დაიწყო მუშაობა რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციაში, რომლის ოფისი იმხანად გერმანიაში, მიუნხენში მდებარეობდა. 1995 წელს ის მედიაორგანიზაციასთან ერთად გადავიდა პრაღაში, სადაც 2005 წლამდე მუშაობდა. სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მან ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარიში გაატარა.

კობა მელიქიშვილი იყო მდიდარი პროფესიონალური და პიროვნული თვისებებით შემკული ადამიანი, რომელსაც წვლილი აქვს შეტანილი რადიო თავისუფლების არაერთი თაობის ჟურნალისტების ჩამოყალიბებაში.

რადიოეთერში ის გამოდიოდა ფსევდონიმებით „ანდრო ეული“ და „ამირან თარბა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG