Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Financial Times-ი: პუტინმა დაკარგა დიპლომატიისადმი ინტერესი და ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ესწრაფვის


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ვლადიმირ პუტინმა დაკარგა უკრაინაში ომის დასამთავრებლად დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ ინტერესი და ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ცდილობს, უკრაინის რაც შეიძლება დიდი ტერიტორია ჩაიგდოს ხელთ, წერს 24 აპრილს Financial Times-ი. ბრიტანული გამოცემა ეყრდნობა სამ დამოუკიდებელ წყაროს, რომლებიც გათვითცნობიერებული არიან საკითხის განხილვაში „რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით“.

სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინი სერიოზულად განიხილავდა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების საკითხს მარტში რუსეთის ჯარების მარცხის შემდეგ, მაგრამ შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კონფლიქტის შეწყვეტის მცდელობაში, უთხრა, რომ ვერ ხედავს ასეთი დარეგულირების პერსპექტივებს.

გამოცემას მოჰყავს ერთ-ერთი წყაროს სიტყვები იმის თაობაზე, რომ პუტინს გულწრფელად სჯერა სისულელეებისა, რომლებიც ესმის რუსეთის ტელევიზიით და სურს „დიდი გამარჯვება“.

სტატიაში ასევე გამოთქმულია აზრი, რომ პუტინი გაცოფებული იყო უკრაინის რაკეტებით ჩაძირული კრეისერ „მოსკვის“ დაკარგვით.

Financial Times-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ პუტინს დამახინჯებული შეხედულებები აქვს ომის შესახებ, რაც ემყარება მისი გენერლების ანგარიშებსა და ტელევიზიას და რომ ის ყველა მტკიცებულების საპირისპიროდ აცხადებს, რომ რუსეთის ძალები არ ახორციელებენ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

Financial Times-ის ერთ-ერთმა წყარომ ასევე თქვა, რომ პუტინი „მთელი ძალით“ გაურბის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირად შეხვედრას: „მას სურს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყოს მათ შეხვედრამდე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG